პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის (უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი) თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმებულ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც მოსალოდნელი შედეგების მხრივ აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პოსტდოქტორანტობის მსურველის ავტორობით/თანაავტორობით უნივერსიტეტის სახელით პრესტიჟულ, მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-კვლევითი სტატიის გამოქვეყნებას (დასაბეჭდად მიღებას), ისეთ ჟურნალში რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბაზებში და რომლის შესაბამისად CiteScore მეტია ან ტოლია1-ის, ხოლო Impact factor მეტია ან ტოლია 0,5-ის;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ
ი) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი
საბუთების მიღება 2022 წლის 20 დან 25 დეკემბრის ჩათვლით, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი # 108.
პოსტდოქტორანტად დასაქმების უფლება აქვს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული)
აკადემიური ხარისხის მქონე პირს, თუ პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყებისას იგი არის არაუმეტეს 35 წლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 3 წლისა.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ დეკანის მოადგილეს, ბატონ ვაჟა ტრაპაიძეს vazha.trapaidze@tsu.ge